ანდორამ პირველ ტურში ფრე გაუგორა ლატვიას და ყაზახეთთანაც მიაღწია ყაიმს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმართა გუნდის მცველმა ლოგვინენკომ თავურით გაიტანა გოლი. 76-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ყაზახების ნახევარმცველი მუჟიკოვი, შეცვლაზე შესულმა ალაეზმა კი მცველის, შომკოს შეცდომით ისარგებლა და კაცნაკლულ მეტოქეს 85-ე წუთზე ანგარიში გაუთანაბრა.
ეს ანგარიში საქართველოს ნაკრებს აშკარად ხელს აძლევს, რამეთუ ჩვენი მოწინააღმდეგეები რაც უფრო მეტ ქულებს დაკარგავენ ერთმანეთთან, ჩვენთვის ეს ძალიან ხელსაყრელია.
13 ოქტომბერს, შემდეგ ტურში საქართველო ანდორას უმასპინძლებს.
ანდორა ლა ველა. "ნასიონალი"
ანდორა - ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ლოგვინენკო (68), 1:1 ალაეზი (85)
გაძევება: მუჟიკოვი (76)
ანდორა: გომესი, ლიმა, ველესი, რებესი, ც. რუბიო (გომესი 79), ლოვერა, ცერვოსი, ვიეირა, მარტინესი, სან ნიკოლასი (ჯ. რუბიო 83), კლემენტე (ალაეზი 70)
ყაზახეთი: ერიჩი, ლოგვინენკო, შომკო, ბაისებეკოვი (სეიდაჰმეტი 90), პოსტნიკოვი, მუჟიკოვი, კუატი, ისლამხანი, ტუნგიშბაევი (ზაინუტდინოვი 66), შეტკინი, მურთაზაევი (ტურისბეკი 59)
ყაზახური პრესა: ანდორა - ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?
ტომატი და შავი პური ტორტი გვგონია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, მილიონი ანდაზა არსებობს და ზოგიერთს აქვე მოგაწვდით ცოცხლად;
--ჯერ გადახტი და ჰჰჰოოპლა ჭიჭიკო მერე დაიძახეო,
--თუ საქმე ქართველთან გაქვს, ასჯერ გაზომე და კიდევ სამასჯერ გააპრავილკეო,
--შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი,
წამისვი პურზე ცოტა კარაქი,
კარაქს ნუთელაც მოაყოლე შენ ლამაზო,
შენი ყურებით მე ვარ მაძღარი.
--საწყობების გასაღები სტალინს ქონია!
ჭვავნარევი შავი პური ტორტი გვგონია.
--სულ ზევით ზევით,
ხელები მაღლა!
--ანდორას ვეცეთ,
დავაგდოთ დაბლა.
აბა ჰე და აბა ჰო,
ნიჩიაც კი არ გვაწყობს!
კომბლებსა სთლის,
ჭერში აწყობს,
ვინც მოგვიგებს,
თავში ჩასცხობს,
თავისუფალი დრო თუ აქვს,
კარგ ხუმრობებსაც აცხობს.