ჯონ ტერიმ მოსკოვის "სპარტაკში" გადასვლა გადაიფიქრა

AutoSharing Option
37 წლის ინგლისელმა მცველმა ჯონ ტერიმ მოსკოვის "სპარტაკში" გადასვლა გადაიფიქრა.

როგორც იუწყებიან, ამის მიზეზი ისაა, რომ ინგლისურ მედიასაშუალებებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ - ისინი მუდამ უარყოფითად მოიხსენიებენ რუსეთს.

თუმცა, "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ტერის ტრანსფერი საბოლოოდ ჩაშლილი არაა, ოღონდ მისი ალბათობა 10%-ს შეადგენს.

არადა, მან მედშემოწმება გაიარა და "სპარტაკს" კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

"სპარტაკს" ტრანსფერის განსახორციელებლად ვადა 14 სექტემბრამდე აქვს.

altჯონ ტერი ჯანო ანანიძის თანაგუნდელი ხდება

ასევე დაგაინტერესებთ