ლიგა 1. VIII ტურის წინ: რივიერაზე გასეირნებას ჰგავს...

AutoSharing Option
საფრანგეთში ასეთი მოცემულობაა - არის "პარი სენ-ჟერმენი" და არიან დანარჩენები - 7 ტურის შემდეგ პსჟ უახლოეს მდევარს უკვე 8 ქულით უსწრებს.

პარიზელთა ჩემპიონობაში უკვე თითქმის არავის ეპარება ეჭვი. ამ გუნდს სულ სხვა რამეს სთხოვენ - წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზე.

პსჟ რივიერას ესტუმრება და "ნიცასთან" მორიგი ტურის მატჩს გამართავს. მარიო ბალოტელი
პსჟ-ს არ დაუხვდება, რადგან იტალიელი... ფორმაში არ არის და პატრიკ ვიეირას მისი იმედი ამ ეტაპზე არ აქვს.

პსჟ (სავარაუდო): ბუფონი - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - ვერატი, მარკინიოსი, რაბიო -
მბაპე, კავანი, ნეიმარი.

ლიგა 1. VIII ტური
პარასკევი, 28 სექტემბერი
სტ. ეტიენი-მონაკო 22:45

შაბათი, 29 სექტემბერი
ნიცა-პსჟ 19:15
ანჟერი-გინგამი 22:00
კაენი-ამიენი 22:00
ლიონი-ნანტი 22:00
რეიმსი-ბორდო 22:00
სტრასბური-დიჟონი 22:00

კვირა, 30 სექტემბერი
რენი-ტულუზი 17:00
მონპელიე-ნიმი 19:00
ლილი-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 6 - ფლორან ტოვენი (მარსელი); 5 - ნეიმარი (პსჟ), ედინსონ კავანი (პსჟ), ფრანსუა კამანო (ბორდო).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული