ვინ აღზევდა და დაქვეითდა ერთა ლიგაზე დღეის მდგომარეობით?

AutoSharing Option
16 ოქტომბერს ერთა ლიგის მორიგი მატჩები გაიმართა და გაირკვა იმ ნაკრებების ვინაობა, რომლებიც უკეთეს ლიგაში აღზევდნენ და პირიქით.

მაშ ასე, დავიწყოთ ზემოდან.

A ლიგა
საფრანგეთმა გერმანიას 0:1 შემოუტრიალა და ალემანები ფინალური ეტაპის გარეშე დატოვა. საფრანგეთმა 7 ქულა მოიპოვა და პირველ ჯგუფში პირველობაში მხოლოდ ჰოლანდია ეცილება.

მეორე ჯგუფში A ლიგიდან ისლანდია გავარდა და ახალ სეზონში B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას. მისი ბედი გაიზიარა მესამე ჯგუფის ყველაზე ცუდმა ნაკრებმა პოლონეთმაც.

B ლიგა
პირველ ჯგუფში უდანაკარგოდ ასპარეზობს უკრაინა და უკვე გაინაღდა პირველი ადგილი, რაც
მას შემდეგ სეზონში A ლიგაში გამოსვლის უფლებას აძლევს. ამასთან ერთად, უკრაინა პლეი-ოფის ნახევარფინალშია.

მესამე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიას 0 ქულა აქვს და ახალ სეზონს, სავარაუდოდ, C ლიგაში დაიწყებს, რადგან ავსტრიას 3 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, ხოლო ავსტრიას - 2.

C ლიგა
მეორე ჯგუფში, დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე ფინეთი გავა, რომელსაც 4-დან ოთხივე მატჩი აქვს მოგებული და პირველ ადგილს მეორეადგილოსანი საბერძნეთი თეორიულად ეცილება. ბერძნებს 6 ქულა აქვთ და დარჩენილი ორივე მატჩის მოგება და თან ფინეთთან უკეთესი ანგარიშით გამარჯვება მართებთ.

მეოთხე ჯგუფიდან, სავარაუდოდ, ლიეტუვა გავარდება, რომელსაც 4 მატჩის შემდეგ 0 ქულა აქვს და მესამეადგილოსანს 6 ქულით ჩამორჩება. ლიეტუვას ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ C ლიგაში დარჩეს.

D ლიგა
როგორც უკვე იცით, პირველი ჯგუფი 2 ტურით ადრე საქართველოს ნაკრებმა მოიგო, რომელმაც 4-დან ოთხივე მატჩი მოიგო და ამასთან ერთად, 9 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრებს ახალ სეზონში C ლიგაში გამოსვლა გარანტირებული აქვს. ამასთან ერთად, ვლადიმირ ვაისის შეგირდები პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდნენ.

D ლიგაში საქართველოს მსგავსი შედეგი არავის აქვს. ჩვენი ნაკრები D ლიგას 100-პროცენტიანი მაჩვენებლით ლიდერობს.

altერთა ლიგა. IV ტური: საფრანგეთმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაფერი გვიკვირს უბრალოდ გვიხარია ასე მონატრებული მოგება ქართვრლ ფეხბურთის გულშემატკივარს ესეთი მოგებები ახარებს თორემ თითო ჯერ მასე გრანდებზეც მოგებული გვაქ .
dato
16:34 17-10-2018
0
კარგია ესეთი შედეგი მაგრამ მიკვირს იმ გულშემატკივრების ვისაც უკვე სოქართველოს ნაკრები ტოპგუნდი გონია . ჩვენ ვთამაშობთ სამოყვარულო გუნდებთან არ დაგავიწყდეთ . D ჯგუგიდან ც ჯგუფში გასვლა კიარ უნდა გვიხაროდეს ესე ძაან ც ჯგუფიდან ბ ჯგუფში რომ გადავსულიყავით ესეთი შედეგით მაშინ იქნებოდა მიღწევა და კარგი შედეგი მაგრამ სამწუხაროდ ეგეც სანატრელი გვქონდა ბოლო დროს ისეთი შედეგები გვქონდა ანდორასთან გამარჯვებაც უკვირს ხალხს.
ტოტტი
11:51 17-10-2018
25

სიახლეები პოპულარული