მაშ ასე, დავიწყოთ ზემოდან.
A ლიგა
საფრანგეთმა გერმანიას 0:1 შემოუტრიალა და ალემანები ფინალური ეტაპის გარეშე დატოვა. საფრანგეთმა 7 ქულა მოიპოვა და პირველ ჯგუფში პირველობაში მხოლოდ ჰოლანდია ეცილება.
მეორე ჯგუფში A ლიგიდან ისლანდია გავარდა და ახალ სეზონში B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას. მისი ბედი გაიზიარა მესამე ჯგუფის ყველაზე ცუდმა ნაკრებმა პოლონეთმაც.
B ლიგა
პირველ ჯგუფში უდანაკარგოდ ასპარეზობს უკრაინა და უკვე გაინაღდა პირველი ადგილი, რაც
მესამე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიას 0 ქულა აქვს და ახალ სეზონს, სავარაუდოდ, C ლიგაში დაიწყებს, რადგან ავსტრიას 3 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, ხოლო ავსტრიას - 2.
C ლიგა
მეორე ჯგუფში, დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე ფინეთი გავა, რომელსაც 4-დან ოთხივე მატჩი აქვს მოგებული და პირველ ადგილს მეორეადგილოსანი საბერძნეთი თეორიულად ეცილება. ბერძნებს 6 ქულა აქვთ და დარჩენილი ორივე მატჩის მოგება და თან ფინეთთან უკეთესი ანგარიშით გამარჯვება მართებთ.
მეოთხე ჯგუფიდან, სავარაუდოდ, ლიეტუვა გავარდება, რომელსაც 4 მატჩის შემდეგ 0 ქულა აქვს და მესამეადგილოსანს 6 ქულით ჩამორჩება. ლიეტუვას ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ C ლიგაში დარჩეს.
D ლიგა
როგორც უკვე იცით, პირველი ჯგუფი 2 ტურით ადრე საქართველოს ნაკრებმა მოიგო, რომელმაც 4-დან ოთხივე მატჩი მოიგო და ამასთან ერთად, 9 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია.
საქართველოს ნაკრებს ახალ სეზონში C ლიგაში გამოსვლა გარანტირებული აქვს. ამასთან ერთად, ვლადიმირ ვაისის შეგირდები პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდნენ.
D ლიგაში საქართველოს მსგავსი შედეგი არავის აქვს. ჩვენი ნაკრები D ლიგას 100-პროცენტიანი მაჩვენებლით ლიდერობს.
ერთა ლიგა. IV ტური: საფრანგეთმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]