მოდრიჩი: მესი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ არასოდეს ვითამაშებ მასთან ერთად

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოზე და "ბარსელონას" ფორვარდზე ლეო მესიზე ისაუბრა.

"რონალდოსთან ერთად 7 წელი ვითამაშე. ეს შესანიშნავი პერიოდი იყო. ჩვენ დავმეგობრდით. ის სხვა გუნდში გადავიდა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვეხმიანებით ხოლმე.

ზოგიერთებს უნდათ, ეს ასე არ იყოს, მაგრამ ჩვენ დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.

მე მესის წინააღმდეგ ვთამაშობ და არა მასთან ერთად. აშკარაა, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მასთან ერთად არასოდეს არ ვითამაშებ", - განუცხადა მოდრიჩმა FourFourTwo-ს.