ანჩელოტი: არ გამოვრიცხავ, რომ კროოსმა "ოქროს ბურთი" მოიგოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსის შესახებ ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ გერმანელი ნახევარმცველი 2024 წლის Ballon d'Or-ის გამარჯვებული გახდეს.

"კროოსის ახალი კონტრაქტი? ამაზე არც მე ვნერვიულობ, არც კლუბი და არც თავად ტონი. ახლა ყველა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ.

არის თუ არა კროოსი "ოქროს ბურთის" კანდიდატი? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზაფხულში არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გაიმართება, ტონი შეიძლება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდეს, პლუს ამას, ის ესპანეთის ჩემპიონიც გახდა.

რატომაც არა? მან "ოქროს ბურთის" მოგებისთვის უნდა
იბრძოლოს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, კროოსმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 46 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება

alt"სირცხვილია!" - კროოსი ვეიგას მიერ "ნაპოლისთვის" უარის თქმას და მის "ალ აჰლიში" ტრანსფერს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთის ჩუმი გენიოსი ტონი!
llcl
14:40 16-05-2024
3

სიახლეები პოპულარული