"რეალი" კროოსთან და მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

AutoSharing Option
Marca-ს ცნობით, "რეალი" გუნდის ორ ვეტერანთან, ტონი კროოსთან და ლუკა მოდრიჩთან, კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას გეგმავს.

მადრიდელებს ფეხბურთელებისთვის ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ამას უახლოეს პერიოდში იზამენ.

თავის მხრივ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენის წინააღმდეგი არც ხორვატი და არც გერმანელი არიან.

კროოსმა მიმდინარე სეზონში "რეალის" ფორმა ყველა ტურნირზე 46 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება მოდრიჩს, მის ანგარიშზე 43 შეხვედრაში 2 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული