"რეალი" მეკარე კეილორ ნავასის შენარჩუნებას შეეცდება.
31 წლის ნავასს "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მის გაგრძელებას სთავაზობს.
ნავასის წლიური გასამრჯელო 4 მილიონი ევროა და 5 მილიონამდე გაუზრდიან.
ნავასი "რეალის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ამ სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მას შემდეგ, რაც "სამეფო კლუბმა" ტიბო კურტუა შეიძინა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.