დე ლაურენტისი: კავანის დავიბრუნებთ, თუ პსჟ უფასოდ დაგვითმობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მზადაა ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი დაიბრუნოს.

"კავანი პარიზში ვნახე. გამიხარდა. ერთმანეთს გადავეხვიეთ. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მას კონტრაქტი უმთავრდება და თუ პსჟ უფასოდ დაგვითმობს, ან სიმბოლურ თანხად მოგვყიდის, მზად ვართ დავიბრუნოთ.

გადამწყვეტი სიტყვა კარლო ანჩელოტიზეა. მზად ვართ კავანის წელიწადში 6-7 მილიონი ევრო გადავუხადოთ", - განუცხადა დე ლაურენტისმა Football Italia-ს.

კავანი "ნაპოლიში" 2010-2013 წლებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული