აზარი: "რეალი" ჩემი ოცნების გუნდია, მაგრამ იანვარში არ გადავალ

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა.

"პსჟ-სთან ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი მქონდა, მაგრამ საფრანგეთში თუ დავბრუნდი, მხოლოდ "ლილში" ვითამაშებ.

"რეალი" მართლა ჩემი ოცნების გუნდია, თუმცა "ჩელსისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს მიმთავრდება. თუ ხელშეკრულება არ გავაგრძელე, შეიძლება "რეალში" გადავიდე.

იანვარში გუნდს არ გამოვიცვლი, კლუბს და გულშემატკივრებს ასე ვერ მოვექცევი. აი, ზაფხულში კი სულ სხვა საქმეა. არც ისაა გამორიცხული, მთელი კარიერა "ჩელსიში" გავატარო", - განუცხადა აზარმა Get French Football News-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული