"ვიტებსკის" მწვრთნელმა სერგეი იასინსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსი ფეხბურთელები ტექნიკურები არ არიან.
"თუ გუნდში ბრაზილიელი გყავს, რომელსაც რუსული ესმის, შეიძლება გარისკო და მისი თანამემამულეები მოიყვანო. მათ როგორც მინიმუმ ორი დადებითი თვისება აქვთ, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელია. ჯერ ერთი, არაჩვეულებრივად ტექნიკურები არიან.
არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ყველაზე ხისთავიანი სამხრეთამერიკელი სჯობია ყველაზე ტექნიკურ ბელარუს ფეხბურთელს. შეიძლება დიდხანს იმსჯელო, რატომაა ასე, მაგრამ მოდით, მივიღოთ ეს როგორც ფაქტი.
მეორე - ბრაზილიელებს საერთოდ არ უყვართ წაგება. ვარჯიშის დროსაც კი ემოციურები არიან და დაწყნარება გვიხდება ხოლმე",
- განუცხადა იასინსკიმ "ტრიბუნას".
შეგახსენებთ, ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსია.