ნეიმარსა და მარსელოზე წინ - რობერტო ფირმინო საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ Samba Gold-ის ჯილდო მიიღო, რომელიც ბრაზილიის წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა.

მერსისაიდელთა ცხრიანმა ხმების 21.79 პროცენტი დააგროვა. მეორე ადგილზე გასულმა მარსელომ 20.51 პროცენტი მიიღო, ხოლო ნეიმარს 18.67 პროცენტი ერგო.

ეს პრიზი რობერტო ფირმინოსთვის კარიერაში პირველია, ყველაზე მეტჯერ კი ის ნეიმარსა და მარსელოს აქვთ მოგებული (3-3-ჯერ).

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 21 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა შიმშილა ხარ!!
YNWA
18:44 08-01-2019
0
სირცხვილია, ესეთი სუსტი ბრაზილია მე არ მახსოვს. ადრე ათეულშიც ვერ მოხვდებოდა ფირმინოს დონის მოთამაშე, ეგ კი არა უფრო 22-შიც გაუჭირდებოდა
shimshila
12:39 04-01-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული