RMC. "რეალი" ზინედინ ზიდანის მწვრთნელად დანიშვნას 21:00 საათზე გამოაცხადებს

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი "რეალს" დღეს ჩაიბარებს. ამის შესახებ Get French Football News-ი  RMC-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის მტკიცებით, სანტიაგო სოლარის გადაყენებას და ზიდანის დანიშვნას "რეალი" თბილისის დროით 21:00 საათზე გამოაცხადებს.

ზიდანი გუნდის პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს.

ზიდანი ბლანკოსს 2016-2018 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

"რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან გამოვარდა, ლა ლიგაზე კი მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.

პრიმერას შემდეგ მატჩში "რეალი" 16 მარტს "სელტას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წლების მერე კი მაგრამ ეხლა ესე მალე არ უნდა დაბრუნებულიყო
NN
11 მარტი 2019 21:33
1
ზიდანი თუ მართლა დაბრუნდა რეალში ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა მის ცხოვრებაში!!!
Musenbezi
11 მარტი 2019 20:16
9
მეც ვფიქრობ, რომ ზიზუმ შეცდომა დაუშვა დაბრუნებით. მიუხედავად იმისა რომ ბარსას ვგულშემატკივრობ, მაგრამ ზიდანის ფენომენსაც ვაღიარებ მგონია, რომ მან შეცდომა დაუშვა.
barca
11 მარტი 2019 21:33
2

სიახლეები პოპულარული