ჟოზე მოურინიო: მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს აზრით, პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე დღეის მდგომარეობით ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელზე - ბრაზილიელ ნეიმარზე უფრო ძვირად უნდა შეფასდეს.

"როდესაც მბაპეზე ვსაუბრობთ, არაა საჭირო იმის ხაზგასმა, როგორი ფეხბურთელი იქნება ის 5 ან 10 წელიწადში.

ნახეთ, რას აკეთებს მბაპე ახლა. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ის ჯერ ახალგაზრდაა, კრიშტიანოსა და მესის ასაკის გათვალისწინებით - ორივე 30-ს არის გადაცილებული. ნეიმარი უკვე 27-ისაა. სატრანსფერო ბაზარზე მბაპე გაცილებით მეტი უნდა ღირდეს. ის მსოფლიოს ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელია.

თუ მის შესაძლო ტრანსფერზე ვისაუბრებთ,
დღეს მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამდვილად 20 წლის ასაკში ასეთი დაღვინებული ფეხბურთელი არაა დღევანდელ ფეხბურთში, აქედან ისე მოჩანს მომავალში კონკურენტი არ ეყოლება, მაგრამ მესი და რონალდუ მასზე ძლიერები იყვნენ მის ასაკში და დღემდე სტაბილურად ვითარდებიან.
1
რეალის ბოსებზე გაბრაზდა და ცდილობს,მბაპეს ტრანსფერი ძვირად დაუსვას.ისე სიმართლის კარგა მოზრდილი წილიც არის მის ნათქვამში.
სოსო
16:51 19-03-2019
1

სიახლეები პოპულარული