ლიონელ მესი დაბრუნდა - არგენტინამ მაინც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, არგენტინის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ვენესუელასთან 1:3 დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "ალბისელესტეში" პირველად ითამაშა "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
არგენტინა - ვენესუელა 1:3
გოლები: 0:1 რონდონი (6), 0:2 მურილიო (44), 1:2 ლ. მარტინესი (59), 1:3 ჟ. მარტინესი (76, პენ)

არგენტინა: არმანი, ლისანდრო მარტინესი (ბლანკო 46), ფოიტი, მერკადო (კანემანი 46), ტალიაფიკო, ლო ჩელსო (პერეირა 78), პარედესი, მონტიელი, გონსალო მარტინესი (სუარესი 46), მესი, ლაუტარო მარტინესი (ბენედეტო 70)

ვენესუელა: ფარინესი, როსალესი (არისტეგეტა 89), ვილანუევა,
ოსორიო, ერნანდესი, მორენო, რინკონი, ერერა (სოტელდო 64), მურილიო, რონდონი (ჟოზეფ მარტინესი 72), მაჩისი (ხუანპი 79)
მკითხველის კომენტარები / 21 /
საქართველოს ნაკრებზე უფრო ბანძი ფეხბურთელები ყავს მესის თუ არ ჩავთვლით.
sdfffff
23 მარტი 2019 03:00
2
ხო მაგრამ არგენტინის ნაკრები კემპესს ვერ ცდება და ეხლა ძალიან ბანძი ფეხბურთელები ყავს.
sdfffff
23 მარტი 2019 02:58
1
ვერ თამაშობს ეგ კაცი ნაკრებში და რა ქნას. არცერთი სანაკრებო ტიტული არ აქვს მოგებული. პელე და მარადონას რომ ადარებენ სასაცილოა.ზიდანის და კრუიფის დონეზეც არაა. თუნდაც რონალდო.ინგლისშიც ბრწყინავდა,ესპანეთშიც და ეხლა იტალიაშიც+პორტუგალიის ნაკრებს ევროპა მოაგებინა. გამახსენებენ ეხლა მესის 4 ლიგას,მაგრამ რონალდინიო,ინიესტა და ხავი რო გყავს მოიგებ აბა რას იზამ.რაც ეგენი არ არიან ბარსაში ნახევარფინალშიც ვერ გავიდა და ვეღარც მოიგებს და დარჩება მხოლოდ საკლუბო ფეხბურთელად. 4 მსოფლიოზე ითამაშა და პლეი-ოფში გოლი არა აქვს გატანილი.ამით ყველაფერია ნათქვამი.
ზაზა
23 მარტი 2019 02:22
20
ზაზუშ, გუშინ რამდენი ბურთი გაიტანა უკრაინასთან კრისტინამ? შეგვახსენე ძმურად?!
ლუკა
23 მარტი 2019 09:04
5
გაიგეთ მესის გარდა, ნაკრებში 10-ი კაციც თამაშობს, ისე, რომ დანარჩენების თამაშსაც მესის ნუ აკიდებთ. ომში ერთი ჯარისკაცი ვერ მოიგებს ომს, თუ გვერდით არ ეყოლება თანამებრძოლები. აგერ რონალდოც თამაშობდა ნაკრებში, მაგრამ უკრაინასთან მოიგო? ასეა. ისე, რომ ზაზა შეეშვი მესის კრიტიკას. ისტორიებს, რომ გვიყვები ისიც გვახვსოვს, ლეოს დადგმული სპექტაკლები. ერთხელაც იქნება და დაგახრჩობთ ეგ ბოღმები.
კობა
23 მარტი 2019 09:01
6
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული