გიორგი წიტაიშვილი: მე კი გავიტანე ნაკრებში გოლები, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ

AutoSharing Option
უკრაინის 19-წლამდე ნაკრებიდან დაბრუნებულმა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა.

"მშვენიერ ხასიათზე ვარ, მინდა მალე ვითამაშო და "დინამოს" დავეხმარო. ემოციები? გამოცდილება მივიღეთ, შედეგს კი ვერ მივაღწიეთ. ეგ არაფერი.

ელიტ-რაუნდის სამივე მატჩში გატანილი გოლები? მე კი გავიტანე, მაგრამ გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ (შახტართან) ვთქვი, რომ თუ გუნდი ვერ იმარჯვებს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. შეიძლება 5 ან 10 გოლი გაიტანო, გუნდმა კ ვერ გაიმარჯვოს.

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე შეხვედრა ძალიან რთული იყო. თავად დავკარგეთ ქულები. სერბების დამარცხების შემთხვევაში,
შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. იტალიასთან წავაგეთ, ხოლო ბელგიასთან მაგრად ვითამაშეთ. არა უშავს, წინ გამარჯვებები გველის.

ახალი მწვრთნელის, სერგეი ნაგორნიაკის ხელმძღვანელობით პირველი მატჩები ჩავატარეთ, მასაც გაუჭირდა. მასთან მუშაობა ძალიან მომეწონა. გვითხრა, რომ დაგვაკვირდება და წარმატებები გვისურვა.

მთლიანობაში ყველაფერი კარგადაა. მიკროტრავმები მაქვს, რამდენიმე დღეში მწყობრში ჩავდგები. კარგად ვარ მზად, ყველას გვინდა თამაშები დაიწყოს და თავი წარმოვაჩინოთ".