ფოტო: kiev.ua
კიევის "დინამოს" 18 წლის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში უკრაინის ნაკრების 19-წლამდელთა გუნდს უკაპიტნა და სერბეთთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
წიტაიშვილმა გოლი მატჩის 23-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გახსნა, თუმცა მისმა გუნდმა შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა.
ეს 18 წლის ფეხბურთელის მეათე მატჩი და მესამე გოლია უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში.
ელიტ-რაუნდის ჯგუფში უკრაინის ნაკრებთან ერთად იტალიისა და ბელგიის ნაკრებებიც არიან.