კრიშტიანო რონალდომ Der Spiegel-თან სასამართლო დავა წააგო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან სასამართლო დავა წააგო. პორტუგალიელი ფეხბურთელის სარჩელი ეხებოდა მასალას, რომელშიც გამოცემა რონალდოს მიერ გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მეთოდებზე წერდა.

იურიდიულმა კომპანიამ, რომელიც რონალდოს ინტერესებს იცავს, დაადანაშაულა გერმანული გამოცემა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაში და იმაში, რომ მასალაში გამოყენებული ინფორმაცია პორტუგალიელი ფეხბურთელის ადვოკატის კომპიუტერზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპოვებული დოკუმენტებიდან არის აღებული.

2017 წლის თებერვალში ქალაქ ჰამბურგის სასამართლომ Der Spiegel-ს საიტიდან სტატიის დროებით წაშლა დაავალა, მიმდინარე წლის 2 აპრილს კი რონალდოს ადვოკატებმა, საქმის არაპერსპექტიულობის გათვალისწინებით,
ჟურნალის მიმართ შეტანილი საჩივარი უკან გაიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანურმა სასამართლომ გადასახადების გადახდისგან თავის არიდების გამო კრიშტიანო რონალდოს ორწლიანი პირობითი პატიმრობა და 18,8 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მომზადებულია spiegel.de-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული