ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფორმაშია - გოლი გააქვს და ჩხუბობს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს დილით გაიმართა აშშ-ის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი "ლოს ანჟელეს გალაქსისა" და "რეალ სალთ ლეიქს" შორის. შეხვედრა მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. გადამწყვეტი გოლი მატჩის 78-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, თუმცა მხოლოდ გატანილი გოლით არ დაკმაყოფილებულა.

იბრაჰიმოვიჩმა მე-60 წუთზე "სალთ ლეიქის" მცველს, ნედუმ ონუოჰას იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა ამ მოვლენიდან მატჩის ბოლომდე შეურაცხყოფას აყენებდა "მანჩესტერ სიტისა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ყოფილ ფეხბურთელს. გატანილი გოლის აღნიშვნისას ონუოჰას ყურში ჩაჰყვირა.

თამაშის დასრულების შემდეგ ზლატანი მეტოქე გუნდის გასახდელში შევიდა ბოდიშის მოსახდელად, თუმცა
ონუოჰამ მისი ბოდიში არ მიიღო.

"ის მატჩის შემდეგ ბოდიშის მოსახდელად მოვიდა, რადგან 50-ე წუთის შემდეგ მეუბნებოდა, რომ "დამამთავრებდა"; მეუბნებოდა, რომ მატკენდა ამ თამაშის გამო" - თქვა ონუოჰამ მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

"ეს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს MLS-ის სახეს უწოდებს, თავს მოედანზე ასე მოქცევის უფლებას აძლევს. როცა ადამიანი ასე მოიქცევა და შემდეგ ბოდიშის მოსახდელად მოვა, მე მის ბოდიშს არ მივიღებ. მსგავსი საქციელი მიუღებელია", - თქვა ინგლისელმა.

თვითონ იბრაჰიმოვიჩი კამერების წინ ბოდიშის მომხდელად არ გამოიყურებოდა:

"რაც მოედანზე ხდება, მოედანზე უნდა დარჩეს", - თქვა შვედმა.

"იცით, ისევ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. მომწონს, როცა დუელები იმართება, რადგან ზოგჯერ თავს ცოცხლად ვერ ვგრძნობ, სანამ არ "გამააქტიურებენ", - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანი კი მშვენიერ სეზონს ატარებს MLS-ში. 7 შეხვედრაში 8 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კარლოს ველას ჩამორჩება.

აქვე, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მატჩის ვიდეომიმოხილვა, მათ შორის, ზლატანის მიერ გატანილი გოლი.

ლოს ანჟელეს გალაქსი-რეალ სალთ ლეიქი 2:1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული