"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია

AutoSharing Option
"ჯენოას" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ, პლატფორმა "ტვიტერზე" გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

იტალიელის თქმით, ბრაზილიელი ადრიანო საუკეთესო ფეხბურთელი ვის გვერდითაც უთამაშია.

"იბრაჰიმოვიჩზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ადრიანო უძლიერესი მოთამაშეა, ვის გვერდითაც მითამაშია. უბრალოდ წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო. იტალიის ნაკრებიდან კი პირლოს გამოვარჩევდი.

ადრიანო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო 9-იანი იყო. ჩემი აზრით, იბრაჰიმოვიჩზე უკეთესიც კი. ადრიანოსა და ეტო'ო-ს შორის ბრაზილიელს ავირჩევდი. მიუხედავად იმისა, რომ კამერუნელს უკეთესი კარიერა ჰქონდა", - განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, ბალოტელი და ადრიანო ერთად "ინტერში" 2007/2009 წლებში ასპარეზობდნენ.

209:&catid=194:&Itemid=348" target="_blank">altოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია

alt"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე

alt"ბალოტელი ნამდვილად შეურაცხადი იყო, ერთხელ ვარჯიშზე "ფერარით" მოვიდა და..." - თანაგუნდელმა მარიოზე ისტორია გაიხსენა
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული