ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. გოგონამ, რომლის სახელსაც არ ახმაურებენ, განაცხადა, რომ ორი კვირის წინ პარიზის სასტუმრო Sofitel Paris Arc de Triomphe-ში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრაზილიელმა გააუპატიურა.

UOL Sport-ის ცნობით, გოგონა ბრაზილიელია, ნეიმარმა "ინსტაგრამით" გაიცნო და მეგობრის ხელით პარიზში ჩასასვლელად დოკუმენტები და ფული გაუგზავნა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე გოგონამ პოლიციაში განცხადება დაწერა.

ნეიმარის მამამ თქვა, რომ სექსი ორმხრივი თანხმობით მოხდა, ეს პროვოკაციაა და ბრაზილიაში კარგა ხანია მათ ფულზე ნადირობენ.

თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, გოგონა WhatsApp-ით სურათებს
უგზავნიდა და სექსუალური კავშირის კიდევ ერთხელ დამყარებას სთავაზობდა. ის ამტკიცებს, რომ მიმოწერის დადასტურება შეუძლია და ამ საქმეში უდანაშაულოა.

ბრაზილიის პოლიცია კი საქმის გამოძიებას დაიწყებს და თუ ნეიმარს გოგონას გაუპატიურება ვერ დაუმტკიცა, ბრალს მისი ინტიმური სურათების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების ბრალდებით წაუყენებს, რაც იქაური კანონმდებლობით 5-წლამდე თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები: