რივალდო: "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნეიმარი აკლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელ რივალდოს მიაჩნია, რომ კატალონიურმა გუნდმა პსჟ-დან თავდამსხმელი ნეიმარი უნდა დაიბრუნოს.

"ჩემი მოკრძალებული შეხედულებით, ნეიმარი ის მოთამაშეა, რომელიც "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აკლია.

მას მტკიცე ხასიათი აქვს და მრავალმხრივ ნიჭიერია, რათა "ბარსელონას" გულშემატკივართა კეთილგანწყობა დაიბრუნოს და მსოფლიოში საუკეთესო გახდეს", - ციტირებს რივალდოს კატალონიური "სპორტი".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებას შეეცდება და მზადაა, ტრანსფერში თავდამსხმელი უსმან დემბელე ჩართოს.

alt 19 წლის ბრაზილიელმა ბიჭმა ვარჯიშზე ნეიმარი მწყობრიდან გამოიყვანა [VIDEO]

altRAC1: "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებაზე პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებას

altრივალდო: თუ ნეიმარი

"ბარსელონაში" არ გადავა, ესპანური ფეხბურთის კეთილდღეობისათვის "რეალში" გადაბარგდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული