"ლოს ანჯელეს გელაქსის" თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ლოს ანჯელესის" მეკარეების მწვრთნელთან კონფლიქტი მოუვიდა, იტყობინება გამოცემა Metro.
37 წლის შვედმა მეტოქის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, რითაც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიგო.
მეტოქის მეკარეთა მწვრთნელი ზაკ აბდელე უკმაყოფილო ზლატანის საქციელით, რომელმაც "ლოს ანჯელესის" მეკარის წინააღმდეგ ერთ-ერთ ეპიზოდში იდაყვით ითამაშა.
შეკამათებისას შვედმა მწვრთნელს უთხრა: "სახლში წადი, შე პატარა ძუკნა! სახლში წადი".
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეკამათება მეტოქე გუნდის მწვრთნელთან
შესაძლოა ამის გამო იბრაჰიმოვიჩი დასაჯონ.
MLS-ის 21-ე ტურის შემდეგ იბრაჰიმოვიჩის "გელაქსი" სატურნირო
ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლოს ანჯელეს" 9 ქულით ჩამორჩება. ზლატანის ანგარიშზე ამ დროისთვის 16 გოლია.
ზლატან იბრაჰიოვიჩის ჰეთ თრიკი ლოს ანჯელესის კარში