"ფენერბახჩეს" კაპიტანმა ნაბილ დირარმა "აუდის თასზე" "ბაიერნთან" მატჩის დროს გულშემატკივრების სტვენის გამო მოედანი დატოვა.
შეხვედრის 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ 6:1 იყო, დირარი მარცხენა ფლანგზე გადაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად გაჩერდა, ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო და მინდორი დატოვა.
33 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მოაბრუნეს.
33 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მოაბრუნეს.
შეხვედრა საბოლოოდ იმავე ანგარიშით დასრულდა და "ბაიერნი" ფინალში ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, მადრიდის "რეალს" 1:0 სძლია.