უეფამ ევროპის წლის ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ წლის მთავარი ინდივიდუალური პრიზის 3 ნომინანტი დაასახელა და საუკეთესოს წოდებისთვის ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული"), ლიონელ მესი ("ბარსელონა") და კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი") იბრძოლებენ.

გამარჯვებულს 29 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს გამოაცხადებენ.

აღნიშნული სამი ფეხბურთელი ხმის მიცემით გამოვლინდა, გამოკითვაში კი მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდების 80 მწვრთნელი და უეფას ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი 55 ჟურნალისტი იღებდა.

გარდა სამეულისა, უეფამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი 10-ეულიც დაასახელა:

4. ალისონი ("ლივერპული") - 57 ხმა
5. სადიო მანე ("ლივერპული") – 51 ხმა
6. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") – 49 ხმა
7. ედენ აზარი ("ჩელსი", "რეალი") – 38 ხმა
8. ფრენკი დე იონგი ("აიაქსი", "ბარსელონა") – 27 ხმა
8. მატიას დე ლიხტი ("აიაქსი", "იუვენტუსი") – 27 ხმა
10. რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი") – 12 ხმა

მკითხველის კომენტარები / 9 /
1.ვან დეიკი 2.რონალდუ 3.მესი ეს არის სამართლიანი.სხვა შემთხევაში იქნება ჩაწყობილი.
jiji
17 აგვისტო 2019 12:26
4
ვისაც მესი არ გევასებათ იმიტომ გინდათ ეგ თანმიმდევრობა, მაგრამ გაგიცრუვდებათ იმედები. მეის არის 6-მეექსვე.
10
17 აგვისტო 2019 14:37
1
1მესი 2დეიკი 3რონალდო არავითარი ჩაწყობა, აი ეს არის სამართლიანი დ ასეც იქნება.
10
17 აგვისტო 2019 14:33
1
ეს ვან დეიკი არ მევასება რაღაცნაირი ინდიელის ტიპია.
ჩინგა
16 აგვისტო 2019 21:09
3
ვან დეიკმა ჩ.ლ. მოიგო.რონალდუმ ევროპის ლიგა ნაკრებში და ჩემპიონატი.ეს მესი ვისი ტიკიტომარაა როგორ მოხვდა საკვირველია.მითუმეტეს ჩ.ლ-ზე კრახის შედეგ.სამარცხვინო კოპა ამერიკა.ეტყობა მოისყიდა უეფას ჩინოვნიკები.ან ეშინიათ,ფეხბურთს რომ ვერ თამაშობს შანტჟზე გადადის .მარტო ლა ლიგის მოგებისთვის ოქროს ბურთს არასოდეს არ იძლეოდენ.
უსამართლობა
16 აგვისტო 2019 18:50
6
მესიზე პირი კარგად გამოირეცხე და ისე ახსენე გაიგე?
მართლა შე უსამართლო!
17 აგვისტო 2019 10:40
1
ლიგაზე ყველაზე მეტ გოლს, რომ გაიტან და ზოგადათ ოქროს ბუცს მოიგებ ეს ფასკოა? დდდ
Mmm
17 აგვისტო 2019 10:23
0
რატომღაც მგონია მესი აიღებს ოქროს ბურთს იმიტომ,რომ ეს ჯილდო ინდივიდუალურია.
aCiko
16 აგვისტო 2019 13:49
4
ეს როლანდო, რომ არ ჩაკვეხონ ხომ არ შეიძლება რა? რა გააკეთა ისეთი , რომ სამეულში ბრძანდებოდეს?
10
16 აგვისტო 2019 13:44
8

სიახლეები პოპულარული