"ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა MLS-ში თამაშზე ისაუბრა.
"მუშაობა მჭირდება. როდესაც ვარჯიშებზე ვიტანჯები, კარგად ვარ. თავდაუზოგავად შრომა ჩემი ცხოვრების წესია. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები: "მოდი, მაქსიმუმი მივიღოთ სხეულიდან".
აქ იმისათვის არ მოვედი, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ. მოვედი, რათა გაჩვენოთ, რა არის ფეხბურთი. მოვედი, რათა ამერიკას ჩემი ფეხბურთი ვაჩვენო.
რაც შეეხება ოცნებას, ეს არ მჭირდება, რადგან ახალგაზრდობაში ვოცნებობდი. ახლა თავად ვარ ოცნება", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს ESPN.
ზლატანმა MLS-ის მიმდინარე გათამაშების 21 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, საუკეთესო ბომბარდირი
კი "ლოს ანჟელესის" ნახევარმცველი კარლოს ველაა, რომელმაც 24 შეხვედრაში 24-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.