"რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ფიფამ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და ამაზე მან გააკეთა კომენტარი.
"ინდივიდუალური ჯილდოს მიღებას "რეალთან" ერთად ტურნირების მოგება მირჩევნია. პერსონალური პრიზების მოგების სურვილი რომ მქონოდა, ჩოგბურთელი გავხდებოდი.
როდესაც გუნდი იგებს, ყველანი ვიმარჯვებთ. "რეალს" საუკეთესო სეზონი არ ჩაუტარებია, მაგრამ სიმბოლურ ნაკრებში ჩემი შეყვანა ჩვენთვის კარგი ნიშანია", - განუცხადა სერხიომ "მარკას".