რამოსი არ ჩერდება - ლეგენდარული ესპანელი მექსიკის ჩემპიონატის მატჩში ამ ქმედების გამო გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მექსიკის ჩემპიონატის მე-12 ტურში სერხიო რამოსის "მონტერეიმ" "პუმასი" გასვლაზე 3:1 დაამარცხა. მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მსაჯის დამატებული დრო მიმდინარეობდა, როდესაც ლეგენდარულმა ესპანელმა წითელი ბარათი მიიღო.

38 წლის უკანახაზელმა მასპინძელთა ფორვარდ გილერმო მარტინეს აიალასთან ორთაბრძოლის შემდეგ, ფეხბურთელს წიხლი მიაყოლა, რის გამოც მსაჯმა გააძევა.

რამოსი "მონტერეიში" ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და 5 შეხვედრაში 3 გოლიც შეაგდო. მისი კლუბი მექსიკის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წოუყველა ამან ასაკში
Degraf
15:22 17-03-2025
0

სიახლეები პოპულარული