Sport Mediaset-ის ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო დღეს პარიზში "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას არ დაესწრება.
გაიგო რა, რომ პრიზს არ გადასცემენ, რონალდომ იტალიაში დარჩენა ამჯობინა. ის ამ საღამოს მილანში ჩასატარებელ სერია A-ს ფეხბურთელების დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას.
რონალდოს გასული სეზონის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს გადასცემენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოქროს ბურთს" "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი მეექვსედ მიიღებს.