ფრანგმა ასეთებად ლუკა მოდრიჩი, კარიმ ბენზემა და ტონი კროოსი მიიჩნია. საინტერესოა, რომ ზიდანმა სიაში არ შეიყვანა კრიშტიანო რონალდო, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია და მან მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა.
ზიდანი "ბლანკოსს" ორჯერ წვრთნიდა. მან "რეალს" ორჯერ ლა ლიგა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.