"მესის ან რონალდოს გულშემატკივარი ვარ თუ არა? არ მომწონს ეს დავები. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, განსაკუთრებით ბევრჯერ კრიშტიანოსთან დაპირისპირებაში მიმიღია მონაწილეობა, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.
ინდივიდუალიზმისა და ტალანტის გათვალისწინებით, მესი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. რონალდომ, კი საკუთარი თავი შექმნა, მისი გოლები, თამაშების შედეგზე გავლენა, საქმისადმი ერთგულება, ეს "შიმშილი", რომელიც დღემდე მიჰყვება... ორივეს უდიდეს პატივს ვცემ
მომზადებულია TNT Sports-ის მიხედვით