გახსოვთ როკერი ოსვალდო? არგენტინელ-იტალიელმა კარიერა განაახლა

AutoSharing Option
არგენტინელმა ფორვარდმა პაბლო ოსვალდომ, რომელმაც ფეხბურთს თავი მუსიკის გამო დაანება, კარიერა განაახლა და "ბანფილდის" ფეხბურთელი გახდა.

ოსვალდო, რომელიც სხვადასხვა დროს "რომას", "ინტერის", "იუვენტუსის", "პორტუს" რიგებში გამოდიოდა, ამჟამად 33 წლის გახლავთ. მისი ბოლო კლუბი "ბოკა ხუნიორსი" იყო და 2016 წელს გამოემშვიდობა "ბომბონერას" ტრიბუნებს.

მართალია, ოსვალდო არგენტინელი გახლავთ, თუმცა ის იტალიის მოქალაქე და ამავე ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ. ეროვნული გუნდის მაისურით ოსვალდომ 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული