იტალიის ნაკრებისა და "რომას" ყოფილმა ფორვარდმა პაბლო ოსვალდომ გუნდის ყოფილი კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტისა მისი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
"ერთხელ, რომის ერთ-ერთ ბარში ჩხუბისას ჩემი მოკვლა უნდოდათ. ტოტისა და დანიელე დე როსის საქმის გასარჩევად ჩემთან ერთად წამოსვლა ვთხოვე. სულელი ნამდვილად არ ვარ, ისინი მყავდა და მარტო ან სხვასთან ერთად ხომ არ წავიდოდი?!
ერთლაც კი ტოტის ვუთხარი, რომ ცოლი ღალატობდა, რადგან შეუძლებელი იყო, ის ისეთი იდეალური ყოფილიყო, როგორიც ჩანდა. ფრანჩესკოს ლამაზი სახე აქვს, სხეულის სხვა ნაწილების აღწერისას არ დავკონკრეტდები, თუმცა არც ამ მხრივ
აქვს პრობელემები.
ის საუკეთესოა იმ ფეხბურთელებიდან, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ტოტი იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ცუდი სურნელი პირიდან არასდროს ამოსვლია, ფუნთქვაც კი საოცარი ჰქონდა.
ასე არ შეიძლება არა?! რაღაც მაინც ვერ უნდა იყოს რიგზე, ხომ? თუმცა არა, ის ქორწინებითაც ძალიან ბედნიერია,"- განაცხადა ოსვალდომ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით