მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა და "ნოვოსიბირსკის" ექსმწვრთნელმა იგორ ჩუგაინოვმა რუსული ფეხბურთის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი დიუკოვი თვლის, რომ ჩვენი ფეხბურთი სტაგნაციის სტადიაშია? ნება მიბოძეთ, პატივცემულ ალეკსანდრ ვალერიევიჩს არ დავეთანხმო. ჩემი აზრით, ჩვენი ფეხბურთი დეგრადაციას განიცდის.
თუ ჰორიზონტზე მეტ-ნაკლებად ტექნიკური ფეხბურთელი გამოჩნდა, მაშინვე ტოპ-კლუბი წაიყვანს. მის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ბრძოლა მიდის. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ რუსულ ფეხბურთში სულ უფრო და უფრო ნაკლები ინდივიდუალისტები დარჩნენ.
პრემიერლიგის გუნდების შესავსებად საკმარისი ფეხბურთელები არ არიან. აღარაფერს ვამბობ პირველ ლიგაზე. ჩვენ ჯერ
ვერ ვიტყვი, რომ უკვე ვეღარასოდეს მოვხვდებით ევროტურნირების გაზაფხულზე, თუმცა, თუ ეს მოხდა, გარემოებათა დამსახურება იქნება და არა სისტემური მუშაობისა", - განუცხადა ჩუგაინოვმა Матч ТВ-ს.