პარაგვაიში ყალბი საბუთებით გადაადგილების გამო დაპატიმრებულ "ბარსელონას" ყოფილ თავდამსხმელ რონალდინიოს და მის ძმას ნაკლებად ადარდებთ კორონავირუსი და ციხეში ნიძლავზე ფეხბურთი ითამაშეს.
რონალდინიოს გუნდმა 11:2 გაიმარჯვა, თავად კი 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და "საპატიო პრიზიც" გადაეცა - 16 კილოგრამიანი გოჭი.
აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილეობა მიიღეს პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა და პარლამენტის დეპუტატმა, რომლებიც თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილნი.