კორონავირუსის პანდემიის შედეგად კლუბების აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა

AutoSharing Option
ევროპულ კლუბებს, რომლებსაც საკუთარი აქციები საერთაშორისო ბირჟებზე აქვთ გატანილი, კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

Marca-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" აქციების ფასი 21,16%-ით დაეცა. თუმცა კლუბის გადაწყვეტილებამ, შეეკვეცა ფეხბურთელების ხელფასები, ნეგატიური ეფექტი მცირედით დააკომპენსირა.

დაზარალდა "მანჩესტერ იუნაიტედიც", რომლის აქციების ფასი 11,06%-ით დაეცა. აი, ბუნდესლიგაში კი, დორტმუნდის "ბორუსიას" სერიოზული პრობლემები შეექმნა, კლუბის აქციების ღირებულება 36,76%-ით შემცირდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული