ამათ ისევ "პარადი" უჭირთ - კოლოსკოვი ამბობს, რომ მოსკოვში აღლუმი გაიმართება

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი ამბობს, რომ მიუხედავად კორონავირუსისა, მოსკოვში გამარჯვების აღლუმი გაიმართება. შეგახსენებთ, რუსეთში ვირუსის გამო ჩემპიონატი და ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია.

"რამდენადაც მედიასაშუალებებიდან ვიცი, სააღლუმო რეპეტიციები მიმდინარეობს, ტანკები Т-34 მოამზადეს, ვარჯიშები მიმდინარეობს, პირადი შემადგენლობა მზადაა.

მე, დიდი ალბათობით, ვთვლი, რომ გამარჯვების დღეს ისე ვიზეიმებთ, როგორც საჭიროა.

ახლა ყველაფერი მოქალაქეთა თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ოჯახით თვითიზოლაციას სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით, არამარტო მომავალი დღესასწაულის გამო, თუმცა ეს ჩვენთვის ფორმალური საბაბი არ არის.

ჩემი მამა ომობდა, ბაბუები ომობდნენ. მე თვითონ ომისშემდგომ
პერიოდში გავიზარდე. თუ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდება, 9 მაისს გამარჯვების აღლუმი გაიმართება, მთავრობა ამისათვის ყველაფერს აკეთებს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაი შენს პპტრონს
ზაზა
02:06 07-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული