გროზნოს "ახმატის" რუსმა ფორვარდმა ვლადიმირ ილინმა ისაუბრა იმ ტრადიციების შესახებ, რომლებიც ჩეჩნეთში თამაშის დროს აღმოაჩინა.
"ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ქუჩაში ჩემი ცოლისთვის არ უნდა მეკოცნა. ამის შესახებ კლუბის მასაჟისტმა გამაფრთხილა, როცა ქუჩაში მეუღლეს ვაკოცე. მითხრა, რომ ასეთი მოქმედება ჩეჩნებისთვის მისაღები არ იყო.
ალბათ, როგორც სხვა ყველა ადამიანს, მეც სტერეოტიპული ხედვა მქონდა ჩეჩნეთში ცხოვრებაზე. აქ გადმოსვლის წინ უკრაინელ მეკარე გოძიურს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ რასაც ჩეჩნეთზე ამბობდნენ, ყველაფერი ტყუილი იყო. ახლა ვხვდები, რომ ის მართალი იყო. გროზნოში თავს ძალიან
კომფორტულად ვგრძნობ", - განაცხადა ფორვარდმა.
მოგეხსენებათ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა საქართველოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება და თბილისიდან გროზნო 300 კმ-ში მდებარეობს.
მომზადებულია Sportbox-ის მიხედვით