ვიდეო: youtube.com/channel/Aleks Chistogan
ქართველი გულშემატკივრისთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელია ევროპის თასების მფლობელთა თასის 1981/82 წლების გათამაშების ნახევარფინალში ლიეჟის "სტანდარდთან" დამარცხება (0:1, 0:1).
"სტანდარდი" ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 1921 წლიდან გამოდიოდა, ქვეყნის ათგზის ჩემპიონია, ახლა კი პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოერთვა და სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს.
მიზეზი ისაა, რომ კლუბს ფეხბურთელების წინაშე 1 მილიონ ევროზე მეტი დავალიანება აქვს. კლუბმა განაცხადა, რომ სტადიონს გაყიდის და დავალიანებას დაფარავს, მაგრამ ამით ლიცენზირების კომისია ვერ დაარწმუნა. "სტანდარდი" აპელაციის შეტანას ბელგიის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს.
კორონავირუსის გამო ბელგიის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, "სტანდარდმა" კი მეხუთე ადგილი დაიკავა.
1) ასე ფეხბურთი არ უნდა ითამაშო.
2) და რაც მთავარია, ეს გამოიგონეს ბელგიელებმა პირველად ჩვენთან და მგონი უკანასკნელად, რადგან არ არსებობს იდეალური სტრატეგია და მითუმეტეს ,,ხელოვნური თამაშგარე,, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა, ასე იყო მაშინ ჩვენთვის. რაც შეეხება ,,სტანდარტს,, და მის ხიპ) ტახამატას, მაშინდელი დინამო სადაც დააფურთხებდა, იქ მოუგებდა.