"ნაპოლი" ზაფხულში სერიოზულად გაძლიერებას აპირებს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლი" ზაფხულში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს და ამისათვის საჭირო თანხაც ექნება.

ნეაპოლურმა კლუბმა უკვე მიიღო 75 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვიდან და ვიქტორ ოსომენის ტრანსფერიდანაც დაახლოებით ამდენივეს მიღებას იმედოვნებს. ამას გარდა ბიუჯეტს სერია A-ს მოგების და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში შეავსებს.

"ნაპოლი" ჯოშუა ზირზკეს (მანჩესტერი), ედონ ჟეგროვას (ლილი), გაბრიელ ვეიგას (ალ აჰლი) და გეორგი სუდაკოვის (შახტარი) შეძენას შეეცდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად მოძებნის აურელიო ისეთ ფეხბურთელს, რომელიც ნაპოლის ფასეულობებს შეესაბამება ხელფასის საკითხში?
უფროსი
02:40 07-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული