გაზაევი: ამაზე უარს რომელი დეპუტატი იტყვის, ეს ხომ ჩვენი ვალია...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატმა ვალერი გაზაევმა კორონავირუსის ფონზე ექიმებისთვის დახმარების აღმოჩენაზე გააკეთა კომენტარი.

"ახლა ყველა პროფესიონალურ სპორტის სახეობაში ხელფასების შემცირება მიმდინარეობს და ეს მხოლოდ ფეხბურთელებსა და კალათბურთელებს არ ეხება.

ბუნებრივია, ასეთ დროს ჩვენ უნდა დავეხმაროთ ექიმებს, დასნეულებულ ადამიანებს, რომლებიც მკურნალობას გადიან.

ჩვენი პარტიის ხელმძღვანელმა უკვე შესთავაზა დეპუტატებს, რომ აპრილის თვის სრული ხელფასი სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს გადაეცეთ.

ვფიქრობ, ამაზე უარს არცერთი დეპუტატი არ იტყვის, ეს ხომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია
და აუცილებლად უნდა შევასრულოთ", - განაცხადა გაზაევმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო მაგიტომაა გაზაევს ფლანგზე რომ უნდოდა თამაში.
ddgfdf
21:18 10-04-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული