ალიევი: როდესაც გვიტევდნენ, გაზაევი ხელზე იფურთხებოდა, რათა ჩვენთვის გოლი არ გაეტანათ

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ ალიევმა თავის ყოფილ მწვრთნელზე, ვალერი გაზაევზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობით კიევის "დინამოში" თამაშობდა. გაზაევი ამჟამად რუსეთის გოსდუმის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

"ყველაზე მძიმე ვარჯიშები პაველ იაკოვენკოს ჰქონდა, ყველაზე უაზრო კი - გაზაევს. მე საერთოდ ვერაფერს ვერ ვიგებდი. 

მარტო მე ვერ ვიგებდი? ბევრი, ალბათ, ვერ იგებდა. სხვები დუმდნენ, მე კი დუმილი არასოდეს არ შემიძლია.

გაზაევს თილისმასავით რაღაც სამაჯურივით ეკეთა: როდესაც გვიტევდნენ, ზედ იფურთხებოდა, რათა ჩვენს კარში გოლი არ გაეტანათ. დათხვრილი ჰქონდა თუ არა შემდეგ
პალტო (იცინის)? იქ სპეციალური თანაშემწეები იყვნენ, რომლებიც უწმენდნენ! ვხუმრობ! გაზაევმა სამწვრთნელო კარიერაში ბევრს მიაღწია.

მატჩის წინ ოქროს საათით მოდიოდა, უცბად ტელეფონს ამოიღებდა - საკუთარი თავი ხომ უნდა ეჩვენებინა. შემდეგ ყველაფერ ამას მოიხსნიდა, მაგიდაზე დადებდა და დავალებებს გვაძლევდა.

როდესაც მოედანზე გავდიოდით, ადგილზე წაიცეკვებდა და გვეტყოდა: "აბა, ბიჭებო, მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ. დღეს ჩვენ პრემია გველის". რატომ წაიცეკვებდა? არასოდეს მიკითხავს", - განაცხადა ალიევმა "იუთუბის" არხზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთი მეტია ვიდრე გაზაევი...
ჯოტია ცაავა
20:55 31-03-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული