ცნობილმა რუსმა საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა ბელარუსის ჩემპიონატის კრიტიკაზე გააკეთა კომენტარი და სხვა საინტერესო საკითხებზეც ერთობ ობიექტურად ისაუბრა.
"თუ ბელარუსის ჩემპიონატი განავალია, რუსეთის ჩემპიონატი შეფუთნილი განავალია. "კრასნოდარი" სწორი გზით მიდის, მაგრამ ეს მოსაზრება მაკვირვებს, რომ ამ გუნდში მხოლოდ რუსები და ერთი ქალაქის ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. რუსულ კლუბებში იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც უმაღლესი ეკონომიკური განათლება აქვს მიღებული.
ყოველთვის შეიძლება თქვა, რომ ვიდრე ამ ფეხბურთელს კონტრაქტი გავუფორმეთ, პსჟ-მა აიყვანა. ამის გამო რუსულ კლუბებს დასცინიან.
რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა გენადი ონიშენკომ მთელ ბელარუსს "კოლხოზნიკები" უწოდა.
როგორ შეიძლება მთელი სახელმწიფოს, მთელი ერის შეურაცხყოფა?
არ შეიძლება ტელევიზიით ამდენი დრო უკრაინას დაუთმოთ, თუ როგორ გაჭირვებულად ცხოვრობენ. ბიჭებო, რუსეთს მიხედეთ. აჩვენეთ, რა ხდება პროვინციებში", - განუცხადა სელიუკმა championat-ს.