ვენგერი: მესისა და რონალდოს ეპოქა დასასრულს უახლოვდება

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი თვლის, რომ თავდამსხმელების - ლეო მესის (ბარსელონა) და რონალდოს (იუვენტუსი) კარიერა დასარულს უახლოვდება.

"ჩვენ მესის და რონალდოს მსგავსი ფეხბურთელები არასოდეს არ გვინახავს, მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მათი ეპოქა სრულდება.

ახლა შემდეგ თაობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და აქ პირველ პლანზე გამოსვლა პსჟ-ის ფეხბურთელებს შეუძლიათ. ამ მომენტში ლიდერობა მბაპეს ძალუძს და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ნეიმარი", - განაცხადა ვენგერმა.

მესიმ 6 "ოქროს ბურთი" მოიპოვა, რონალდომ 5, უკანასკნელ 12 წელიწადში მათ გარდა ამ
საპატიო ჯილდოს მხოლოდ "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოჩა და თერჯოლელო გადაკოცნეთ ერთმანეთი, აღარ იკამათოთ
ALONZO
19:00 11-05-2020
1
არსენს არ უთქვია დასრულდაო,დასასრულს უახლოვდებაო,მე მგონი გასაგებ ენაზე თქვა.
თერჯოლელი
14:48 10-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული