![](https://sportall.ge/pictures/image31/51e0adf1de0369d67085c75128930d50.jpeg)
"ახმატის" საპატიო პრეზიდენტი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას ფილტვები სერიოზულად აქვს პარალიზებული, - ამ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Baza ავრცელებს.
Baza საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კადიროვი 2-3 კვირის წინ დაინფიცირდა, როდესაც საავადმყოფოში ჩეჩნეთის ურუს-მარტანოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ვალიდ აბდურეშიდოვი მოინახულა.
აბდურეშიდოვი კორონავირუსით იყო დაავადებული, კადიროვმა კი მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ის "წითელ ზონაში" ხალათითა და მსუბუქი პირბადით იმყოფებოდა (იხ. ფოტო) და აბდურეშიდოვს გადაეხვია.
![რამზან კადიროვის მდგომარეობა კატასტროფულია - ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e9a411332f32f339d17272252e854fd5.jpg)
ერთი კვირის შემდეგ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მაგრამ ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექცია ეგონა. მან ექიმებს მაშინვე არ მიმართა და დრო დაკარგა.
გუშინ Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კადიროვი 20 მაისს მოსკოვში გადააფრინეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.
თუმცა, ჩეჩნეთის ხელისუფლება და კლუბი კადიროვის მდგომარეობას მალავს. "ახმატის" გენერალურმა დირექტორმა ახმედ აიდამიროვმა განაცხადა, რომ კადიროვი ჯანმრთელია და ჩეჩნეთში იმყოფება.