რამზან კადიროვის მდგომარეობა კატასტროფულია - ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს

AutoSharing Option
"ახმატის" საპატიო პრეზიდენტი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას ფილტვები სერიოზულად აქვს პარალიზებული, - ამ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Baza ავრცელებს.

Baza საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კადიროვი 2-3 კვირის წინ დაინფიცირდა, როდესაც საავადმყოფოში ჩეჩნეთის ურუს-მარტანოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ვალიდ აბდურეშიდოვი მოინახულა.

აბდურეშიდოვი კორონავირუსით იყო დაავადებული, კადიროვმა კი მისი მხარდაჭერა გადაწყვიტა. ის "წითელ ზონაში" ხალათითა და მსუბუქი პირბადით იმყოფებოდა (იხ. ფოტო) და აბდურეშიდოვს გადაეხვია.

Sportall.Ge

ერთი კვირის შემდეგ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მაგრამ ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექცია ეგონა. მან ექიმებს მაშინვე არ მიმართა და დრო დაკარგა.

გუშინ Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კადიროვი 20 მაისს მოსკოვში გადააფრინეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.

თუმცა, ჩეჩნეთის ხელისუფლება და კლუბი კადიროვის მდგომარეობას მალავს. "ახმატის" გენერალურმა დირექტორმა ახმედ აიდამიროვმა განაცხადა, რომ კადიროვი ჯანმრთელია და ჩეჩნეთში იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მოგესალმებით, მეგობრებო. მადლობა რომ ჩვენ საიტზე ეცნობით სიახლეებს <3



რამდენიმემ იკითხა რა კავშირი აქვს კადიროვს სპორტთანო. კადიროვს სპორტთან აქვს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი კავშირი. პრაქტიკულად, ჩეჩნეთში რასაც "ახმატი" ჰქვია, რამზანის არის.
ჩვენ საიტზე ადრე დაიწერა სიახლე "კავკასიელების დამცვლეზე", ალექსანდრ ემელიანენკოს შესახებ, ალექსანდრე "ახმატში" ვარჯიშობს, ზოგჯერ კადიროვის ხელმძღვანელობით და ისინი ხშირად სპარინგობენ. კადიროვი, ასევე, აწყობს ბრძოლებს ჩეჩნეთში, ანუ არის ერთგვარი პრომუტერი. შესაბამისად, ეს ადამიანი სპორტთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია.
Sportall
23 მაისი 2020 12:00
43
ნუ მიაც მააცომთ ეხლა.... ისე წარმატებები თქვენ საიტზე ვეცნობი ყელა სიახლეს
Neo Oreg
23 მაისი 2020 21:26
3
მნისჰვნელობა არ აკვს ვინ არის ან რას ცარმოადგენს კველა ადამიანი ავადმკოპი მიტუმეტეს კორონავირუსიტ დაავადებული მეცოდება უსურვებდი გამოჯანმრტელებას ტუკი სიმარტლეა და მალე მსჰვიდობიტ დაბრუნებულიკვეს ოჯახსჰი
keti
23 მაისი 2020 10:54
45
იმაზე მეტად დებილი ხარ ვიდრე მეგონე, შენ ჰიტლერს და პუტინასაც იგივეს უსურვებ ენი გულის ამბავი რომ ვიცი, ვაი შენს პატრონს
hm
24 მაისი 2020 03:02
4
ამხელა კომენტარი ისე დაწერე, რომ ეკრანისთვის არ შეგიხედავს რა იწერებოდა?
kote
23 მაისი 2020 23:53
0
მეტი საქმე არ გაქვთ, კადირა რომელი ჰოკეისტი ან ბიატლონისტი ნახეთ?
პაატა
23 მაისი 2020 10:54
2
100% ხარ ზურაბ,ვნახოთ რას იზამს პუტინი.
მამუკა
23 მაისი 2020 10:21
2
ახლა რუსეთზეა დამოკიდებული: უნდა - გადაარჩენს, უნდა - არა!
zurab
23 მაისი 2020 09:39
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული