უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი პაველკო იტყობინება, რომ ნაკრების მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს კონტრაქტი გაუგრძელეს.
"ასოციაციის აღმასკომი აპლოდისმენტებით მიესალმა ანდრეი შევჩენკოსა და მის სამწვრთნელო შტაბთან კონტრაქტის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას", - განაცხადა პაველკომ ბრიფინგზე.
შევჩენკო უკრაინის ნაკრებს 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ევროპირველობაზე გავიდა. უკრაინა С ჯგუფში ნიდერლანდებთან და ავსტრიასთან მოხვდა. ამ ჯგუფის მეოთხე მონაწილე პლეი-ოფის შედეგად მოგვიანებით გაირკვევა.