საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას ისედაც სისტემატურად არ უწევდა "გენტში" თამაში, ახლა კი ძირითად შემდგენლობაში მოხვედრა კიდევ უფრო გაუჭირდება.
საქმე ისაა, რომ ტრავმა მოირჩინა უკრაინელმა რომან იარემჩუკმა და თანაც, "გენტი" კიდევ ერთი შემტევის დამატებას აპირებს.
ბელგიური პრესის ცნობით, "ანტვერპენის" 34 წლის კონგოელი ლეგიონერი დემერსი მბოკანი, რომელიც ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატში 18 გოლით ბომბარდირი გახდა, შეიძლება "გენტში" გადავიდეს.
მბოკანის "ანტვერპენთან" კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. მისი სამსახურით აგრეთვე ქვეყნის ჩემპიონი "ბრიუგეა" დაინტერესებული.
თუმცა, არაა გამორიცხული, ქვილითაია მბოკანის "გენტში" გადაბარგებამდე "ანორთოსისში"
გადავიდეს.