საბჭოთა პარადოქსით - "ოქროს ბურთის" 4 ყველაზე უცნაური მფლობელი

AutoSharing Option
1956 წელს ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" დააწესა პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემოდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ძნელია თქმა, რომ გამარჯვებულების უმრავლესობა ამ წოდებას არ იმსახურებდა, თუმცა "ოქროს" ბურთის" მფლობელთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც არც ისე დიდი ფეხბურთელები იყვნენ.

ომარ სივორი - 1961 წელი

Sportall.Ge

არგენტინული წარმოშობის იტალიელმა ორივე ქვეყნის ნაკრებში თამაში მოასწრო (მაშინ ეს დაშვებული იყო). ომარს ეკუთვნის რეკორდი, რომლის დამხობაც ჯერ ვერავინ მოახერხა - 1960 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ინტერი", რომლის წინააღმდეგაც სივორიმ თავი გამოიჩინა, ფედერაციასთან
არსებული კონფლიქტის გამო ახალგაზრდული გუნდით თამაშობდა.

მომდევნო სეზონში, როცა "ოქროს ბურთი" გადასცეს, ფეხბურთელს მართლაც ძალიან ბევრი გაჰქონდა. თუმცა მისი "იუვენტუსი" ჩემპიონთა თასის პირველივე რაუნდში გამოაგდო ბულგარულმა ცსკა-მ და საერთოდაც, სივორის მიღწევათა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ დონეზე ჰქონდა და არა ევროპის მასშტაბით. თან, იმ წელს "ოქროს ბურთს" საკმაოდ ბევრი პრეტენდენტი ჰყავდა - ფერენც პუშკაში, შანდორ კოშიჩი, ლადისლაო კუბალა, ლუის სუარესი, ჟოზე აგუაში, მარიუ კოლუნა (სხვათა შორის, ამ ორმა უკანასკნელმა იმავე წელს "ბენფიკას" ჩემპიონთა თასი მოაგებინა).


ალან სიმონსენი - 1977 წელი

Sportall.Ge

დანიელი ფორვარდის კარიერაში საუკეთესო პერიოდი 1970-იანი წლების მეორე ნახევარი გახლდათ, როცა ის მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" თამაშობდა. ეჭვგარეშეა, სიმონსენი გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, როცა მისმა კლუბმა უეფას თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. კიდევ ერთი ფაქტი, დანიელ ფორვარდს უნიკალური მიღწევა აქვს ნაჩვენები - ალანმა ყველა ევროპული შეჯიბრების ფინალში გაიტანა გოლი.

ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ 1977 წელს იყო, როცა მისი "ბორუსია" ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა და იქ "ლივერპულთან" დამარცხდა - 1:3. სიმონსენი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა იმ წელს "ოქროს ბურთს" კევინ კიგანი (რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაასახელეს საუკეთესოდ) უფრო იმსახურებდა, ვისი წყალობითაც "ლივერპულმა" მთავარი ევროპული თასი მოიგო.


იგორ ბელანოვი - 1986 წელი

Sportall.Ge

ბელანოვი საბჭოთა კავშირის ისტორიაში იმ 3 ფეხბურთელიდან (ლევ იაშინი და ოლეგ ბლოხინი) ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო მოუგია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპული საინფორმაციო საშუალებების თანამშრომლები კიევის "დინამოს" ფორვარდის იმავე წელს მსოფლიო თასზე გამოსვლამ გააკვირვა, როცა 1/8-ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა ბელგიის ნაკრებთან და შეჯიბრებაზე რამდენიმე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუხედავად ამისა, სსრკ-ის ნაკრები ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაინც ვერ გავიდა. პარადოქსი კი ის გახლდათ, რომ სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელი არა ბელანოვი, არამედ ალეკსანდ ზავაროვი გახდა.

ამასთანავე, იმავე წელს რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რომელიც უფრო მეტად იმსახურებდა "ოქროს ბურთს" - გარი ლინეკერი, ჰერალდ შუმახერი და ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონი დიეგო მარადონა, რომელიც იტალიური "ნაპოლის" რიგებში თამაშობდა.


ჟორჟ ვეა - 1995 წელი

Sportall.Ge

დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1986 წელს დიეგო მარადონა "ოქროს ბურთს" მაინც ვერ მოიგებდა, რადგან იმ პერიოდისთვის ეს პრიზი მხოლოდ ევროპული ქვეყნის მოქალაქეებს შორის თამაშდებოდა. ეს წესი 1995 წელს შეიცვალა და "ოქროს ბურთი" მაშინვე გადასცეს აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელს (აფრიკელებიდან მას შემდეგ არც არავის მიუღია ეს პრიზი), ლიბერიელ ფორვარდ ჟორჟ ვეას.

ლიბერიის ამჟამინდელი პრეზიდენტი (2018 წელს აირჩიეს) მაშინ პსჟ-დან "მილანში" გადავიდა და იმ სეზონში აფრიკის, ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ცხადია, ამ ყველაფერზე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობამ იმოქმედა, არადა, პსჟ შეჯიბრების ნახევარფინალში სწორედ "მილანთან" დამარცხდა. ამის ფონზე კი, ამსტერდამის "აიაქსის" რიგებში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი, იარი ლიტმანენი, ძმები დე ბურები იყვნენ.

მომზადებულია METRO-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 30 /
რა ვეა.ყველაზე სამარცხვინო გამარჯვებულია ოქროს ბურთის ისტორიაში.აიაქსს რომ თავი დაანებო მაგ წელს კლინსმანი ბრწყინავდა და მალდინი.
master
26 იანვარი 2023 09:14
0
ვეას რას ერჩით, ასეთ უაზრობას რატომ წერთ?
მირიან
21 იანვარი 2023 16:31
2
ვეა და სიმონსენი იმ წლებში ფანტასტიურები იყვნენ და რატომ აყენებს სტატიის ავტორი ეჭვს ქვეშ გაუგებარია.აი სივორი პუშკაშის ხანაში მართლაც უცნაურია,და ბელანოვი კი დიდი გაუგებრობაა!რუსეთისა და ყატარის არ იყოს ასეთი მაიმუნობა ყოველთვის ხდებოდა.
ლუკა
30 ივლისი 2020 00:34
1
ვეა ჯერ კიდევ პსჟ-დან მახსოვს, სასწაულებს აკეთებდა, საოცარი დუეტი ქონდა ჟინოლასთან, მილანშიც მაგარი იყო, თუმცა ცუდ დროს მოუწია მილანში ყოფნა, ოუენზე და მოდრიჩზე მეტად ნაღდად ეკუთვნოდა ოქროს ბურთი
koka
13 ივნისი 2020 21:55
1
ეტოოს ოქროს ბურთია კი არა ნეხვის ტომარა ეკუთვნის მახაჩკალია ანჟიში გადასვლისთვის.
hhh
13 ივნისი 2020 21:38
2
ბელანოვი სხვა თუ არაფრრისთვის, მარტო იმისთვის უნდა დავაფასოთ ქართველებმა, რომ ერთერთ ინტერვიული მისაბაძ თავდამსხმელად რამაზ შენგელია დაასახელა და არა თუნდაც ოლეგ ბლოხინი.
hhh
13 ივნისი 2020 21:35
0
სხვების თამაში საკმარისი რაოდენობით არ მაქვს ნანახი, მაგრამ ვეას სხვებთან შედარებით ნამდვილად ეკუთვნოდა. ვეა თავისი თაობის გამორჩეული მოთამაშე იყო ტექნიკით და შემოქმედებითი უნარით. ხოლო კლინსმანის და კლუივერტის დონის ფეხბურთელები მარტო გერმანიას და ჰოლანდიას 1-2 ყოველთვის ყავდა და ყავს (სხვა ქვეყნებზე საუბარი არაა).
შეტევა
13 ივნისი 2020 21:17
1
სულ ვიკავებ ხოლმე თავს კომენტარებისგან, მაგრამ ახლა უნდა დავწერო...
1.სივორი რატომ არ იმსახურებდა ვითომ? იტალიის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ასე დებილი იყო ვითომ?
2.სიმონსენიც მაგარი ფეხბურთელი იყო ძალიან და ტყუილად არავის არაფერს მისცემდნენ...
3.ბელანოვმა იმ წელს მსოფლიოზე ნაჩვენები თამაშის გარდა კიევის დინამოსთან ერთად თასების თასი მოიგო... თუმცა, მეც ვფიქრობ, რომ ბელანოვზე უკეთესები იყვნენ იმავე დინამოში...
4.ვეა რომ გახდა, იმ წელს დაიწყეს ზუსტად მთელი მსოფლიოს ფეხბურთელების ჩართვა გამოკითხვაში, მანამდე მარტო ევროპელები მონაწილეობდნენ...
5.მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე, მარადონა მარტივი მიზეზის გამო ვერ მოუგებდა ბელანოვს...
6.მეხუთე პუნტქტიდან გამომდინარე, არ არის სავალდებულო ყველაფერი სირობა გადმოთარგმნო, რაღაც შენც უნდა იცოდე ჟურნალისტი თუ გქვია...
ჰოი, საოცრებავ...
13 ივნისი 2020 15:11
1
მაგარი კაცი
14 ივნისი 2020 14:09
0
უეფას და ფიფას სირცხვილია მართლა ეს ვეა,რა ვეა რის ვეა.მაშინ დროგბამ და ეტოომ რაღა თქვან.კლუივერტი მაშინ იწყებდა ჯერ კარიერას.ლიტმანენი სამეულშიც არ იყო შეყვანილი.მალდინი,კლინსმანი და ვეა იყვნენ.საერთო მოსაზრებით კლინსმანს ეკუთვნოდა.მართლა იდიოტობაა ვეას ქონდეს ოქროს ბურთი და კლინსმანს,თუნდაც შირერს,დროგბა,ეტოო,ბერგკამპი,რობენი,ხავი,ინიესტას არა.მართლა სირცხვილია.მოდრიჩის ოქროს ბურთიც ძალიან დიდი სისულელე და იდიოტიზმია.
Master
13 ივნისი 2020 11:42
8
ვისაც ვეას უმაღლეს კლასში და ოქროს ბურთში ეჭვი ეპარება იტალიის ჩემპიონატისთვის უნდა ეყურებინა
BOSS
13 ივნისი 2020 19:50
0
გეტყობა ვეას თამაში ნანახი არ გაქვს... იგი მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაშია და ეს გაცილებით მეტია ვიდრე ოქროს ბურთი
გოგა
13 ივნისი 2020 12:31
0
კლინსმანი ჯოჯ ვეასთან შედარებით ცული (ტაპორი) იყო.
Deme
13 ივნისი 2020 10:57
5
ვეა, ძალიან პლასტიკური იყო. მის ყურებას რა სჯობდა.
გიორგი.
28 ივნისი 2020 21:03
0
საერთოდ გახსოვს კლინსმანი? ))
Demes
13 ივნისი 2020 13:35
2

სიახლეები პოპულარული